
მედია: ისრაელის საჰაერო თავდასხმას "ჰეზბოლას" სარაკეტო განყოფილების მეთაური ემსხვერპლა
24/09/2024 15:40:20 მსოფლიო
24 სექტემბერს ლიბანის დედაქალის სამხრეთით ისრაელის საჰაერო თავდასხმას ტერორისტული "ჰეზბოლას" მეთაური ემსხვერპლა. Reuters-ის წყაროების ცნობით, მოკლული მეთაური იბრაჰიმ კუბაისია, რომელიც "ჰეზბოლას" სარაკეტო განყოფილებას განაგებდა. ამ თავდასხმის შედეგად კუბაისის გარდა კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქში "ჰეზბოლას" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ზედიზედ მეორე იერიში მიიტანა.
ისრაელი ახორციელებს დარტყმებს ლიბანში, როგორც განიმარტა, "ჰეზბოლას" სამიზნეებზე.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ლიბანში ბოლო 24 საათის განმავლობაში მსხვერპლთა რაოდენობა 558-მდე გაიზარდა, დაშავდა 1 835 ადამიანი.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, დაბომბვის გამო საცხოვრებელი რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა დატოვა.
ისრაელის არმია ლიბანის მოქალაქეებს მოუწოდებს, სულ მცირე, ერთი კილომეტრით მოშორდნენ იმ შენობებს, რომლებსაც „ჰეზბოლა“ იყენებს.
ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - რა ხდება, იხილეთ აქ