როთი: "აგენტების კანონი" უნდა გაუქმდეს
16/09/2024 10:22:25 პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ პროევროპული ერთგულებისთვის და შთამაგონებელი მუშაობისთვის. „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, - წერს როთი სოციალურ ქსელში.
როთი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთთან შეხვედრის სურვილი არ აქვთ.


