Accentnews.ge
აშშ კიევს დამატებით დახმარებას გაუგზავნის

აშშ კიევს დამატებით დახმარებას გაუგზავნის

03/09/2024 20:00:14 მსოფლიო

აშშ უახლოეს კვირებში კიევს დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

მან 3 სექტემბერს ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას პოლტავაზე, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა.

ეს თავდასხმა ხაზს უსვამს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობას, - დასძინა კირბიმ.

უკრაინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, პოლტავას სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტზე ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ ახლოს არის შეთანხმებასთან, მიაწოდოს უკრაინას შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ მისწვდნენ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.

უკრაინისთვის JASSM-ის მიწოდება ევროპული რუსეთის დიდ ნაწილს დაუცველს დატოვებს ძლიერი ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის თავდასხმების მიმართ და გაართულებს შეტევითი ოპერაციებს რუსული არმიისთვის, - აღნიშნავს Reuters. ეს პოტენციურად უკრაინას სტრატეგიულ უპირატესობას მისცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S