Accentnews.ge
Reuters: ირანი მოკავშირეებს აგროვებს ისრაელის წინააღმდეგ ზომების განსახილველად

Reuters: ირანი მოკავშირეებს აგროვებს ისრაელის წინააღმდეგ ზომების განსახილველად

01/08/2024 12:16:34 მსოფლიო

ირანის უმაღლესი ოფიციალური პირები ხუთშაბათს შეხვდებიან ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლებს ერაყში, ლიბანსა და იემენში, რათა განიხილონ ისრაელის წინააღმდეგ შესაძლო საპასუხო ზომები თეირანში "ჰამასის" პოლიტბიუროს უფროსის ისმაილ ჰანიას მკვლელობის შემდეგ. ამის შესახებ Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე The New York Times სამ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის მომზადების ბრძანება გასცა. მიზეზად ჰანიას მკვლელობა სახელდება, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებს. წყაროების ცნობით, მის სახლს სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. ისრაელის ხელისუფლება ჰანიას გარდაცვალების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ისმაილ ჰანიას დაკრძალვა დღეს თეირანში მიმდინარეობს, – იუწყება სააგენტო Nova. პროცესიას ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უძღვება. ცერემონიას ათიათასობით ადამიანი დაესწრო.

ირანმა უკვე განახორციელა მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე მიმდინარე წელს და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ირანელი სამხედრო მრჩევლების დაღუპვაზე სირიაში ისრაელის დარტყმის შემდეგ.

თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავი და რაკეტა, რომლებიც ისრაელის მიმართულებით იყო გასროლილი, გაანეიტრალეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კონფლიქტი ისრაელსა და "ჰამასს" შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც რადიკალური ჯგუფი თავს დაესხა ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში წამოიწყო ოპერაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S