
მედია: აიათოლა ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა
01/08/2024 07:18:35 მსოფლიო
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობის პასუხად ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა,- იტყობინება The New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
NYT-თან სამმა ირანელმა ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ ხამენეიმ ეს ბრძანება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გასცა. როგორც გამოცემა მიუთითებს, მისი წყაროებიდან ორი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდანაა.
31 ივლისის გამთენიისას "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია თეირანში სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. ჰანია ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.
აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით.