Accentnews.ge
პავილიონისი – „ოცნებაზე“ - „ქართული კოშმარი“ იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ მათ შორის ვაშინგტონისა და ბრიუსელის კარს ხურავს

პავილიონისი – „ოცნებაზე“ - „ქართული კოშმარი“ იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ მათ შორის ვაშინგტონისა და ბრიუსელის კარს ხურავს

01/08/2024 06:00:06 პოლიტიკა

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარების შეჩერების ფაქტს ეხმიანება.

„ქართული კოშმარი“ იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ იმავე დღეებში ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ტრანსატლანტიკური ოჯახის სხვა მეგობრული დედაქალაქების კარს ხურავს, სადაც ქართველი ერი ყოფნას ნამდვილად იმსახურებს“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე: ბლინკენი: აშშ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S