Accentnews.ge
ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს სექტემბრიდან დაიწყებს

ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს სექტემბრიდან დაიწყებს

29/07/2024 13:45:50 ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA 15 სექტემბრიდან, კვირაში 3 სიხშირით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს ოპერირებას.

ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOENG 737-800 ხომალდით იფრენს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ურუმჩის გარდა ჩინეთის სხვა მიმართულებებითაც დაიწყოს საქართველოში ოპერირება.

ეს არის მეორე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს. ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების ყოველდღიურად შესრულება დაიწყო CHINA SOUTHERN AIRLINES-მა.

აღნიშნულია, რომ Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს.

"2024 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი და არაპირდაპირი მგზავრთნაკადის ოდენობამ 45 000 მგზავრი შეადგინა. რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადი რეკორდული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

2023 წელს Ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 48 304 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S