Accentnews.ge
საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის

საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის

29/07/2024 10:27:52 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის და შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიის დელეგაცია ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს მიაწოდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი, გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი ქარქაშაძე.

„Air China - ს ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ საერთო ძალისხმევით განვაგრძობთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში, რათა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. იმედს გვაქვს, რომ გაიზრდება იმ ჩინური ქალაქების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში პირდაპირი ფრენები შესრულდება. მათ შორის, პეკინიდან და შანხაიდან,“ - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

განახლება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, AIR CHINA 15 სექტემბრიდან, კვირაში 3 სიხშირით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყეს ოპერირებას.

ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOENG 737-800 ხომალდით იფრენს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რომ ურუმჩის გარდა ჩინეთის სხვა მიმართულებებითაც დაიწყოს საქართველოში ოპერირება.

ეს არის მეორე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს. უვიზო მიმოსვლის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების ყოველდღიურად შესრულება დაიწყო CHINA SOUTHERN AIRLINES-მა.

"2024 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი და არაპირდაპირი მგზავრთნაკადის ოდენობამ 45 000 მგზავრი შეადგინა. რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადი რეკორდული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S