
,,ტვ მონიტორინგი“: ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
25/07/2024 11:03:25 საზოგადოება
გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარების გაშუქების გამო ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, – იუწყება ,,ტვ მონიტორინგი".
მისი ცნობით, შემთხვევა დღეს დილით თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა.
"მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბექა პირველს დაზიენებები თავისა და სხეული სხვადასხვა არსეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შოთიკო სადაღაშვილისა და ბექა პირველის მიერ მომზადებული მასალა ,,ტვ მონიტორინგის“ ეთერში 23 ივლისს გავიდა", – იტყობინება ტელეარხი.
მანამდე, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებ "მთავარმა არხმა" განაცხადა.