
"მთავარი არხი": დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი პირები ტელეარხის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე
25/07/2024 09:54:57 საზოგადოება
"მთავარი არხის" ცნობით, ხელისუფლების მხარდამჭერი პირები ტელეარხის ჟურნალისტსა და ოპერატორს დღეს თავს დაესხნენ.
"მთავარი არხი" მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, "დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე".
"დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი პირები სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" გურიის ბიუროს ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ტექნიკა.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
მოვუწოდებთ ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე", – ნათქვამია ტელეარხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.