
მეთიუ მილერი: ირონიულია, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, აბსურდულ ბრალდებებს აშშ–ს უყენებს
10/07/2024 05:10:52 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში "აბსურდული" და "ირონიული" უწოდეს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომელიც ირწმუნება, რომ ვაშინგტონს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთს აქვს მსგავსი ცრუ და აბსურდული ბრალდებები საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის შესახებ.
"ეს სრული სიცრუეა. ვფიქრობ, სრულიად ცხადია, რომ ეს სრული სიცრუეა. ირონიულია, როცა რუსეთი, რომელსაც უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, აბსურდულ ბრალდებებს უყენებს სხვა ქვეყანას", – განაცხადა მან.
ამავე თემაზე: მოსკოვი "ოცნების" დასაცავად და მის მსგავსად, დასავლეთს მორიგ ცრუ ბრალდებებს უყენებს.