Accentnews.ge
მოსკოვი "ოცნების" დასაცავად და მის მსგავსად, დასავლეთს მორიგ ცრუ ბრალდებებს უყენებს

მოსკოვი "ოცნების" დასაცავად და მის მსგავსად, დასავლეთს მორიგ ცრუ ბრალდებებს უყენებს

09/07/2024 10:07:06 პოლიტიკა

საქართველოს მმართველი გუნდი და მოსკოვი "ხელი ხელს ჰბანს" პრინციპით აგრძელებენ მოქმედებას. "ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის გამო დასავლეთის მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე კრემლის პროპაგანდა "აშშ-ის მიერ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე" ალაპარაკდა.

აშშ-ს საქართველოში მთავრობის შეცვლა სურს, - ირწმუნება რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული სააგენტო ТАСС-ი და წყაროდ რუსეთისავე საგარეო დაზვერვის "მონაცემებს" ასახელებს.

"ვაშინგტონი დაჟინებით იღწვის, 26 ოქტომბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას მიაღწიოს. რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაცემებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე წამოიწყო მასშტაბური საინფორმაციო კამპანია "ქართული ოცნების" დისკრედიტაციის მიზნით. ასევე რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დავალებით შესაძლოა, საკვანძო როლი ითამაშოს ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა, მორიგ ფერად რევოლუციაში გადაიზარდოს. ვაშინგტონელი რეჟისორების ჩანაფიქრით, იგი ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიასაშუალებას, რომელშიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დეგრადაციაზე პასუხისმგებლობას სწორედ მთავრობას დააკისრებს და ფართო საზოგადოებას "მოსკოვთან დაახლოების კატასტროფული შედეგებისა" და "რუსეთიდან რელოკანტების მიერ საქართველოსთვის ზიანის მიყენების" შესახებ გააფრთხიებს. ამავდროულად, ვაშინგტონი ზურაბიშვილის პირით აპირებს, შეამზადოს ამომრჩეველი გარკვეული პოლიტიკური სიურპრიზისათვის, რომელიც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, სწორედ მორიგი ფერადი რევოლუცია აღმოჩნდეს" - ნათქვამია რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების სტატიაში.

ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მოსკოვი მის მიმართ ლოიალურობით გამორჩეული "ქართული ოცნების" მთავრობის დასაცავად მოქმედებს და ივანიშვილის გუნდის ოპონენტებსა და დასავლეთს სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ბრალდებებს უყენებს. ამაში რუსეთის არა მარტო პროპაგადისტული მედია, არამედ ოფიციალური პირებიც მონაწილეობენ. ასე, მაგალითად, 4 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გალუზინმა განაცხადა, რომ "დასავლეთი ოქტომბრისთვის საქართველოში "მაიდანს" ამზადებს".

ანალოგიური განცხადებები ისმის თავად "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენების მხრიდანაც, რომლებიც უკვე კარგა ხანია, ღიად ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადავიდნენ და როგორც არ უნდა უარყოფდნენ, აშკარად ცვლიან ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ჯერ კიდევ წლების წინ არჩეულ, ხოლო შემდგომში მრავალგზის დადასტურებულ პროდასავლურ არჩევანს პრორუსულით, რითაც, მათ შორის, უხეშად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სწორედ ამის შედეგად გაიყინა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველო ხელიდან უშვებს უკრაინის ომის ფონზე გაჩენილ უნიკალურ დროებით შანსს, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად იქცეს. სწორედ ამის საპასუხოდ წესდება ამერიკული და ევროპული სანქციები, წყდება ქვეყნის ჯარისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ერთობლივი წვრთნები, ესოდენ აუცილებელი ფინანსური დახმარება და ა.შ., სუსტდება ქვეყნის ეკონომიკაც, თავდაცვისუნარიანობაც, კნინდება საქართველოს როლი და იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყანა ცივილიზებული სამყაროსგან სულ უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა და ამ ვითარებაში რჩება ერთადერთი ალტერნატივა - რუსული ორბიტა, რაც, ცხადია, აწყობს ერთადერთ მოთამაშეს - პუტინის რუსეთს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S