
ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამნისტიის კანონპროექტს ივლისის მეორე ნახევარში განიხილავენ
02/07/2024 09:20:18 პოლიტიკა, საზოგადოება
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში პირველი მოსმენით, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და მიიღებენ.
ქადაგიშვილის თქმით, ამნისტიის პროექტს პარლამენტს მთავრობა წარუდგენს.
კითხვაზე, ამნისტია გავრცელდება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებზე, რომლითაც სასჯელს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კონკრეტულ მუხლებს შეეხება ამნისტიის აქტი.
იხილეთ ასევე: „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს