
სტუდენტები ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას ეხმიანებიან: "ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტი მოვალთ ხვალ"
07/06/2024 17:47:53 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდეტები აქტივისტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხიანებიან და აღნიშნავენ, რომ "ვერ შეაშინებენ".
"ირაკლი კობახიძის ზონდერებმა ამ გზით სცადეს ნიკო მანაგაძის დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია - ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტი მოვალთ ხვალ. მივმართავთ ლექტორებს, დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, რომლებსაც რეჟიმი პროდასავლური არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება. მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას, გამოდით დილის 9 საათზე და დადექით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას. მოგიწოდებთ ყველას, დადექით ჩვენ გვერდით. ხვალ, დილის 9 საათზე ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან, ერთად დავხვდეთ კობახიძეს", - ამბობენ სტუდენტები", – ამის შესახებ სტუდენტმა, ნიკოლოზ კალანდაძემ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერზე, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც ლექციის ჩასატარებლად, თსუ-ში მისულ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ე.წ. აგენტების კანონის გამო პროტესტით ხვდება.