Accentnews.ge
ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა

ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა

08/01/2020 19:30:09 მსოფლიო, ეკონომიკა

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა.

ოთხშაბათ საღამოს მონაცემებით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 4.4%–ით შემცირდა და ბარელზე 65.22 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება აშშ–ის თხევადი ნავთობის ფასს, ის 5.2%–ით შემცირდა და ბარელზე 59.45 აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო 3 იანვრიდან დღემდე ნავთობის ფასი მკვეთრად იყო გაზრდილი.

რეგიონში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. დღეს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და არც მოკავშირეების სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა. ტრამპი მომხდარის გამო ირანს სანქციებით დაემუქრა და განაცხადა, რომ ვაშინგტონს თეირანთან ომი არ სურს. მისივე თქმით, ვაშინგტონმა და თეირანმა „საერთო პრიორიტეტებზე ერთად უნდა იმუშავონ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S