Accentnews.ge
„აშშ–მა და ირანმა საერთო პრიორიტეტებზე ერთად უნდა იმუშავონ“

„აშშ–მა და ირანმა საერთო პრიორიტეტებზე ერთად უნდა იმუშავონ“

08/01/2020 17:03:04 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა და თეირანმა „საერთო პრიორიტეტებზე ერთად უნდა იმუშავონ“. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„ისლამური სახელმწიფო“ ირანის ბუნებრივი მტერია. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ ამის ["ისლამური სახელმწიფო"] წინააღმდეგ და სხვა საერთო პრიორიტეტებზე. მინდა, მივმართო ირანელ ხალხსა და ლიდერებს, გვსურს, გქონდეთ მომავალი და დიდებული მომავალი, რომელსაც თქვენ იმსახურებთ“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „აშშ მზადაა, მშვიდობისმოყვარე იყოს ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს“.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S