
ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა
08/01/2020 05:27:17 მსოფლიო
ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.
როგორც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო თეირანის შურისძიება ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის გამო.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აფრთხილებს აშშ-ის ყველა მოკავშირეს, ვინც საკუთარ ბაზებს აშშ-ის სამხედრო ძალებს უთმობს, რომ ისინი ირანის სამიზნე გახდებიან.