Accentnews.ge
პრეზიდენტი – შსს–ს: დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა

პრეზიდენტი – შსს–ს: დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა

30/04/2024 20:52:17 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი შს მინისტრის მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა. ასევე მიმართავს სახალხო დამცველს, "მყისიერი რეაგირება მოახდინოს სპეცდანიშნულების ძალების უსაფუძვლო და უადგილო ქმედებებზე":

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!" – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

რუსთაველზე ვიტარება რამდენჯერმე დაიძაბა. სპეცდანინულების რაზმი მომიტინგეთა წინააღმდეგ იყენებს სპეცსაშუალებებს, დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები, არიან დაკავებულები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S