
ზაზა სარალიძე: კლავენ ჩვენი შვილების მომავალს, დავდგეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
30/04/2024 19:08:03 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკული მოზარდის მამამ. ცნობილია, რომ მან კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.
მან მშობლებს მოუწოდა, დადგნენ თავიანთი შვილების მომავლის სადაჯაროჯე:
"მინდა, გამარჯვება გისურვოთ. მინდა, თითოეული ახალგაზრდა, ვინც აქ დგას, ყველას მშობელი ვიხილო იმიტომ, რომ დღეს კლავენ ჩვენი შვილების მომავალს, ევროპულ მომავალს, ჩვენ შვილებს უწოდებენ უბინძურეს სიტყვებს! არ შეიძლება ეს! დავდგეთ მთელი საქართველო ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! არ შეიძლება ქართველი რუსული რეჟიმის ქვეშ! წინ მარად საქართველო! ძირს რუსული კანონი, ძირს რუსული რეჟიმი, ძირს თუნდაც თითოეული ადამიანის ბატონობა საქართველოში! გაუმარჯოს ახალგაზრდების და ჩვენი მომავლის ევროპულ მომავალს!"– მიმართა სარალიძემ აქციის მონაწილეებს.