Accentnews.ge
"იდეას თავს შევწირავ!" – ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

"იდეას თავს შევწირავ!" – ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

30/04/2024 16:16:15 საზოგადოება

2017 წელს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა – ზაზა სარალიძე "აგენტების კანონის" პარლამენტიდან გაწვევის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

"მე, ზაზა სარალიძე აქ ვდგავარ იმ იდეისთვის, რომელსაც ქვია ჩემი შვილი, ჩემი შვილის ევროპული მომავალი და მისი თანატოლებს მომავალი, მე ამ იდეას თავს შევწირავ",– თქვა სარალიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს იგივე ქმედებისკენ მოუწოდა.

სარალიძემ თქვა, რომ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზეც იყო მისული "ბიძინას გამოსვლის დროს" და "მე რასაც შევხედე, ეს ხალხი არის სუყველა გადასარჩენი":

"გუშინ ვინც იყო აქციაზე, ეს ხალხი არის ჩვენი გადასარჩენი. მე მივმართე უკიდურეს ზომას, უნდა ვიშიმშილო სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან. გუშინდლიდან დავიწყე ეს პროცესი და სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან და ქართველი ადამიანის ღირსება არ იქნება იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც უნდა იყოს".

ის ამბობს, რომ საზოგადოება ყველას ქომაგი უნდა იყოს, მით უმეტეს, თავისუფალი სიტყვის, რომელსაც ემსახურება დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია:

"თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ იქნებოდნენ და სამართალი ვერ იქნებოდა აღსრულებული. დღეს სარალიძის ბრძოლა მაინც გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, რომელსაც ეწოდება ადამიანის უფლებათა ცენტრი და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, თუ აქედან ცოცხალი წავედი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S