Accentnews.ge
"თავისუფალი თაობა": "თსუ-ს სტუდენტური კლუბი 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდება"

"თავისუფალი თაობა": "თსუ-ს სტუდენტური კლუბი 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდება"

11/04/2024 16:50:05 საზოგადოება

"თსუ-ს სტუდენტური კლუბი 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდება", - ამის შესახებ ინფორმაციას "თავისუფალი თაობა" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"თსუ-ს სტუდენტური კლუბი "თავისუფალი თაობა" უერთდება 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას. ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დავიცავთ იმ ძირეულ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც უნივერსიტეტის კედლები, ისტორია მუდამ თან ატარებს.

"შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ" - ივანე ჯავახიშვილი - 1921 წლის თებერვალი, მიმართვა იუნკერებს.

ბრძოლის დროა! 15 აპრილს, 12:00, თსუ-ს ეზოში!", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციაა დაანონსებული

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S