Accentnews.ge
ცუცქირიძე: ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვიცავთ საქართველოს თავისუფლებას!

ცუცქირიძე: ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვიცავთ საქართველოს თავისუფლებას!

08/04/2024 15:20:34 საზოგადოება

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორის ლევან ცუცქირიძის თქმით, ხვალ "აგენტების" შესახებ კანონთან დაკავშირებით იგეგმება დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება, რომელზეც მიწვეული იქნება მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

შეკრებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

"ახლა აღარაა დრო "მე ამასთან არ დავდგები", " მე იმას არ დაველაპარაკები"... ახლა ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ყველა გავერთიანდეთ ამ ავანტიურის წინაშე, რაც დღეს საქართველოში კეთდება. დღეს გვაქვს ეგზისტენციალური, სასიცოცხლო საფრთხე ემუქრება ქართულ დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს.

ჩვენ ხვალვე ვგეგმავთ უკვე, რომ მოვაწყოთ დიდი დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება და ვეპატიჟებით ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს. გავავრცელებთ დღესვე მოგვიანებით, რომ ჩვენ დავსხდეთ მრგვალი მაგიდის გარშემო და გადავწყვიტოთ, როგორ ვიცავთ საქართველოს თავისუფლებას"- თქვა ცუცქირიძემ "ფორმულას" ეთერში.

„ქართული ოცნება“ მეორედ ცდილობს, მიიღოს კანონი „აგენტების“ შესახებ. როგორც განმარტეს, ახალ პროექტს ძველისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, კორუფციის გამოვლენაზე, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ხოლო დონორები, მათ შორის ევროკავშირი, აშშ – "უცხო ძალად".

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S