Accentnews.ge
"აგენტების" შესახებ პროექტის განხილვას იურიდიული კომიტეტი 15 აპრილიდან დაიწყებს

"აგენტების" შესახებ პროექტის განხილვას იურიდიული კომიტეტი 15 აპრილიდან დაიწყებს

08/04/2024 14:18:23 პოლიტიკა

იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, ორშაბათამდე გადაიდო.

თავდაპირველად ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ კომიტეტის სხდომა პარასკევს, 12 აპრილს გაიმართებოდა, თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, კანონით გაწერილი ვადების გამო, კანონპროექტის განხილვა 15 აპრილიდან დაიწყება.

პროექტი ბიუროზე ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდა.

„ქართული ოცნება“ მეორედ ცდილობს, მიიღოს კანონი „აგენტების“ შესახებ. როგორც განმარტეს, ახალ პროექტს ძველისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, კორუფციის გამოვლენაზე, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ხოლო დონორები, მათ შორის ევროკავშირი, აშშ – "უცხო ძალად".

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S