Accentnews.ge
პლეტენჩუკი: უკრაინამ გაანადგურა ან მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მესამედი

პლეტენჩუკი: უკრაინამ გაანადგურა ან მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მესამედი

27/03/2024 17:30:19 მსოფლიო

სრულმასშტაბიანი ომის ორი წლის განმავლობაში უკრაინამ გაანადგურა ან მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მესამედი. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა AP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ამავდროულად, პლეტნჩუკმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ათეულობით რუსული რაკეტმზიდი ხომალდიდან მხოლოდ ორი ჩაიძირა, მაგრამ უკრაინა გააგრძელებს დარტყმებს.

„ჩვენი საბოლოო მიზანია ე.წ. რუსეთის ფედერაციის ხომალდების სრული არარსებობა აზოვისა და შავი ზღვის რეგიონებში“, - განაცხადა პლეტენჩუკმა.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა "ნეპტუნის" რაკეტებით დაარტყეს "კონსტანტინე ოლშანსკის" დიდ სადესანტო ხომალდს, რომელიც ანექსირებული სევასტოპოლის ყურეში იყო ბაზირებული. „კონსტანტინე ოლშანსკი“ არის პროექტ 775-ის წარმომადგენელი, ნატოს კოდიფიკაციის მიხედვით - Ropucha. ამ პროექტის ხომალდები რუსული სადესანტო ფლოტის საფუძველია.

24 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დიდი სადესანტო გემების – Yamal–ისა და Azov–ის დაზიანების შესახებ განაცხადეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრსა და რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ამტკიცებს, რომ გემი Yamal კრიტიკულად დაზიანდა.

ასევე იუწყებიან, რომ 23 მარტის შეტევის შედეგად შესაძლოა კიდევ ერთი რუსული ხომალდი – "ივან ხურსიც" დაზიანებულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S