
ISW: სევასტოპოლში რუსულ გემებზე დარტყმამ იმაზე მეტი ზიანი გამოიწვია, ვიდრე თავდაპირველად იუწყებოდნენ
26/03/2024 11:09:30 მსოფლიო
23 მარტს სევასტოპოლზე თავდასხმა უფრო მეტ რუსულ ხომალდზე იყო დამიზნებული და რუსეთის შავი ზღვის ფლოტს იმაზე მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე თავდაპირველად იტყობინებოდნენ,– ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკულმა ინსტიტუტ (ISW) იტყობინება.
მოხსენებაში მოყვანილია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს და უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლების განცხადებები რუსულ გემებზე თავდასხმების შესახებ, რომლებიც ამჟამად გადამოწმების პროცესშია. ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, ასეთი დარტყმები „აკავებს რუსულ ძალები სევასტოპოლსა და დასავლეთ შავ ზღვაში მოახდინონ გემების დისლოცირება“.
„ISW–ს კვლავ სჯერა, რომ უკრაინის თავდასხმები შავი ზღვის ფლოტის გემებზე და ინფრასტრუქტურაზე, აკავებს რუსეთის ძალებს, დისლოცირება მოახდინონ გემების სევასტოპოლსა და დასავლეთ შავ ზღვაში და გაართულებს შავი ზღვის ფლოტის შესაძლებლობას, მაქსიმალურად გაზარდოს თავისი საბრძოლო შესაძლებლობები“, - ნათქვამია მოხსენებაში.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ანექსირებული სევასტოპოლის ყურეში "კონსტანტინე ოლშანსკის" სადესანტო ხომალდს "ნეპტუნის" რაკეტებით დაარტყეს.
მან გაიხსენა, რომ გემი რუსეთის არმიამ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიპყრო და მას შემდეგ ის სევასტოპოლის ყურეში იყო ბაზირებული, შლიდნენ ნაწილებად. მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემები იწურებოდა, აღდგენა გადაწყვიტეს და შესაბამისი სამუშაოები დაიწყეს.
„ამ სამუშაოების მიზანი, როგორც გვესმის, იყო მოსკოვის ხელმძღვანელობისთვის და ინფორმაციის გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლებისთვის (რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე) ცნობა, რომ თითქოს მათ აღადგინეს ერთ-ერთი დიდი სადესანტო ხომალდი, რომელიც ადრე დაზიანებული იყო. ეს შეიძლება ყოფილიყო "მინსკი" ან "ოლენეგორსკი გორნიაკი", რადგან იქ დაზიანების ხასიათი იმგვარია, რომ მათი აღდგენა ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. და შესაბამისად, გაუჩნდათ ასეთი იდეა: ჩვენი გემი ერთ-ერთ თავიანთად გაესაღებინათ. შესაბამისად, ეს გემი უკრაინის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ, სამწუხაროდ. ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს ერთეული ჩვენი "ნეპტუნით" გაგვენადგურებინა“, – განაცხადა სპიკერმა.
მისი თქმით, დაზიანების ხარისხი ზუსტდება, მაგრამ ახლა ხომალდი "არ არის საბრძოლო მზადყოფნაში".
24 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს რუსული დიდი სადესანტო გემების "იამაიის" და "აზოვის" დაზიანების შესახებ. ასევე გაავრცელეს ცნობა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრისა და რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარტყმის თაობაზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ამტკიცებს, რომ გემი "იამალი" კრიტიკულად დაზიანდა.
25 მარტს უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა თქვა, რომ გარდა ამ ხომალდებისა, შესაძლოა, დაზიანებულიყო სადაზვერვო ხომალდი „ივან ხურსიც“.