Accentnews.ge
აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში სისულელე უწოდეს რუსეთის ბრალდებას „კროკუსზე“ თავდასხმასთან დასავლეთის კავშირის შესახებ

აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში სისულელე უწოდეს რუსეთის ბრალდებას „კროკუსზე“ თავდასხმასთან დასავლეთის კავშირის შესახებ

27/03/2024 08:32:28 მსოფლიო

აშშ და დიდი ბრიტანეთი სისულელეს უწოდებენ რუსეთის განცხადებას საკონცერტო დარბაზ „კროკუსზე“ თავდასხმასთან აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის კავშირის შესახებ.

„ეს უბრალოდ ტყუილია. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინა იყო ჩართული ამაში. და მე ვიტყოდი, რომ რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ეს კომენტარები მხოლოდ პროპაგანდაა უკრაინის წინააღმდეგ მათი აგრესიის გასამართლებლად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

რუსეთის განცხადებებს „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან დასავლეთის და უკრაინის კავშირის შესახებ, სრული სისულელე უწოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა.

ის სრულად იზიარებენ აშშ-ის შეფასებას, რომ თავდასხმაზე ერთადერთი პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა".

იხილეთ ასევე: Bloomberg: პუტინის გარემოცვას არ სჯერა, რომ უკრაინას შეეძლო, ხელი შეეწყო „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, მოსკოვში მომხდარმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო რეალურ საფრთხედ რჩება.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, შეგვახსენეს, რომ ISIS-ი რეალურ საფრთხედ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამ საფრთხის წინააღმდეგ და მისი შემცირების მიზნით, დიდი შრომა გავწიეთ, რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მახლობლად განხორციელებულმა საზარელმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ISIS-ი პოტენციურ ძლიერ ძალად რჩება, რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რუსეთის ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტების შემკვეთი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მის უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ "ტერორისტებს უკრაინა ეხმარებოდა".

ბორტნიკოვის მტკიცებით, რადიკალების მომზადება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარეობდა და რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ "ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტებს უკრაინელი სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ".

"აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება",- უთხრა ჟურნალისტებს ბორტნიკოვმა.

მანამდე მსგავს შინაარსის კომენტარი გააკეთა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა. 25 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ვლადიმირ პუტინ აღიარა ტერაქტთან ისლამისტების მონაწილეობა, თუმცა იქვე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადანაშაულა უკრაინა.

22 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS K) აიღო. სწორედ ამ დაჯგუფებისგან მომავალ ტერორისტულ საფრთხეს ეხებოდა აშშ–ისა და ევროპული ქვეყების საელჩოების მიერ 7 მარტს გავრცელებული გაფრთხილება, რასაც ვლადიმირ პუტინმა მაშინ პროვოკაცია უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S