Accentnews.ge
Bloomberg: პუტინის გარემოცვას არ სჯერა, რომ უკრაინას შეეძლო, ხელი შეეწყო „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმისთვის

Bloomberg: პუტინის გარემოცვას არ სჯერა, რომ უკრაინას შეეძლო, ხელი შეეწყო „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმისთვის

27/03/2024 06:27:41 მსოფლიო

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს მტკიცებას, რომ უკრაინას შეიძლებოდა, კავშირი ჰქონოდა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმასთან, რუსეთის ლიდერის უახლოესი წრის ნაწილი არ ეთანხმება ამას, – იუწყება Bloomberg კრემლთან მჭიდრო კავშირის მქონე ოთხ ადამიანზე დაყრდნობით.

მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას კიევის კავშირის მტკიცებულება არ გააჩნია.

სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ პუტინი სავარაუდოდ, ესწრებოდა დისკუსიებს, რომელთა დროსაც ოფიციალური პირები თანხმდებოდნენ, რომ მომხდარს კიევთან არავითარი კავშირი არა აქვს.

"ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ეს ტრაგედია გამოიყენოს უკრაინაში ომის გარშემო რუსების გასაერთიანებლად", ირწმუნება Bloomberg-ის წყარო.

სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, კრემლის ოფიციალური პირები შეაძრწუნა იმან, რომ უშიშროების სამსახურებმა ვერ აღკვეთეს თავდასხმა საკონცერტო დარბაზზე ცეცხლსასროლი იარაღით. "თანამოსაუბრეების განცხადებით, რუსეთში მათთვის ნაცნობი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტიდან თითქმის არავის არ სჯერა, რომ უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო ხელი შეეწყო ამ თავდასხმისთვის", – იტყობინება გამოცემა.

ამავე თემაზე: "კროკუსში" მომხდარი ტერაქტის საქმეზე რუსულმა სასამართლომ კიდევ ერთი ბრალდებული დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S