Accentnews.ge
"კროკუსში" მომხდარი ტერაქტის საქმეზე რუსულმა სასამართლომ კიდევ ერთი ბრალდებული დააკავა

"კროკუსში" მომხდარი ტერაქტის საქმეზე რუსულმა სასამართლომ კიდევ ერთი ბრალდებული დააკავა

26/03/2024 10:02:51 მსოფლიო

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ კიდევ ერთ ბრალდებულს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის საქმეზე.

„სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის მოთხოვნა ალიშერ კასიმოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის თაობაზე 2024 წლის 22 მაისამდე“, - ნათქვამია სასამართლოს პრესსამსახურის შეტყობინებაში.

სასამართლოში ბრალდებულმა ტერაქტში მონაწილეობა უარყო.

მისი თქმით, ის ფლობს პატარა კაფეს და „უბრალოდ გამოაქვეყნა განცხადება ბინის გაქირავებაზე“.

მანამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს კიდევ სამი პირს: ამინჩონს, დილოვარს და ისროილ ისლომოვებს - ორი ძმა და მათი მამა. გამოძიების მტკიცებით, დილოვარ ისლომოვი ფლობდა „რენოს“ მანქანას, რომლითაც ტერორისტები გაიქცნენ. თუმცა ახალგაზრდა ამბობს, რომ მან მანქანა ცოლის ძმას მიჰყიდა ერთი კვირით ადრე. სამივე ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს ტერორიზმთან კავშირს.

ამჟამად უშუალოდ საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გახსნას ოთხ პირს ედავებიან, რომელთაც, რუსული გამოძიების ცნობით, აღიარეს დანაშაული. დაკავებისას ოთხივე მათგანი აწამეს.

საქმეში ჯამში რვა ფიგურანტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S