
ამჯერად ФСБ-ს დირექტორი ადანაშაულებს უკრაინას მტკიცებულებების გარეშე ტერორისტების დახმარებაში
26/03/2024 13:20:35 მსოფლიო
რუსეთის ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, რომ "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტების შემკვეთი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მის უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ "ტერორისტებს უკრაინა ეხმარებოდა".
ბორტნიკოვის მტკიცებით, რადიკალების მომზადება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარეობდა და რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ "ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტებს უკრაინელი სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ".
"აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება",- უთხრა ჟურნალისტებს ბორტნიკოვმა.
მისი თქმით, კირილო ბუდანოვი რუსეთის "ლეგიტიმური სამიზნეა", ისევე როგორც ყველა სხვა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობას ეწევიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ "რატომ არის ბუდანოვი ჯერ კიდევ ცოცხალი", ბორტნიკოვმა უპასუხა, რომ "ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის."
მანამდე მსგავს შინაარსის კომენტარი გააკეთა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა. 25 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ვლადიმირ პუტინ აღიარა ტერაქტთან ისლამისტების მონაწილეობა, თუმცა იქვე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადანაშაულა უკრაინა.
22 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS K) აიღო. სწორედ ამ დაჯგუფებისგან მომავალ ტერორისტულ საფრთხეს ეხებოდა აშშ–ისა და ევროპული ქვეყების საელჩოების მიერ 7 მარტს გავრცელებული გაფრთხილება, რასაც ვლადიმირ პუტინმა მაშინ პროვოკაცია უწოდა.
იხილეთ ასევე: ISW – უკრაინის დადანაშაულება Crocus-ზე თავდასხმაში რუსეთის შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებად და სამოქალაქო პირების სიცოცხლედ დაუჯდეს