Accentnews.ge
ISW: უკრაინის დადანაშაულება Crocus-ზე თავდასხმაში რუსეთის შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებად და სამოქალაქო პირების სიცოცხლედ დაუჯდეს

ISW: უკრაინის დადანაშაულება Crocus-ზე თავდასხმაში რუსეთის შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებად და სამოქალაქო პირების სიცოცხლედ დაუჯდეს

26/03/2024 07:39:45 მსოფლიო

უკრაინის დადანაშაულება Crocus City Hall-ზე თავდასხმაში, რომელიც სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განხორციელდა, შეიძლება რუსეთის შიდა უსაფრთხოებად და სამოქალაქო პირების სიცოცხლედ დაუჯდეს, მიიჩნევენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

„რუსების განცხადებები, რომლებიც იჟინებენ უკრაინის მონაწილეობას [ტერაქტში], მეორე მხრივ, თანხვედრაშია კრემლის ხანგრძლივ მცდელობებთან, გაამართლოს უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრა გრძელვადიან პერსპექტივაში დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის არსებობის რუსეთისთვის ცრუ ეგზისტენციალურ საფრთხედ წარმოჩენით.

კრემლი და მისი ულტრანაციონალისტი რუპორები უგულებელყოფენ აშკარა საფრთხეს, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" ოპერაციები უქმნის რუსეთის შიდა უსაფრთხოებას და მის სამოქალაქო მოსახლეობას, რათა პრიორიტეტული მიანიჭონ უკრაინის ჩართულობის ცრუ ბრალდებების ინფორმაციულ ზემოქმედებას“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ISW–ის ვარაუდით, კრემლმა შესაძლოა, გადაწყვიტა, რომ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულების ინფორმაციული მნიშვნელობა ღირს ნებისმიერ რისკად შიდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც რუსეთმა შესაძლოა განიცადოს რადიკალური საფრთხისთვის ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევის უუნარობის გამო.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისლამური სახელმწიფოს თავდასხმა Crocus City-ზე რუსეთის დაზვერვისა და სამართალდამცავი ორგანოების შესამჩნევი წარუმატებლობაა.

22 მარტს შეიარაღებულმა პირებმა მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 139 ადამიანი და დაიჭრა კიდევ 182.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რუსული პროპაგანდა ტერაქტთან უკრაინის დაკავშირებას ცდილობს.

იხილეთ ასევე: რატომ შეარჩია მოსკოვი სამიზნედ „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა ფრთამ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S