
ქობულეთის რამდენიმე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა
26/03/2024 12:15:56 საზოგადოება
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.
სკოლებში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
გარდა ამისა, თბილისში მდებარე კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ.