
თბილისში მდებარე კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ
26/03/2024 11:32:25 საზოგადოება
თბილისში მდებარე კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ.
სამართალდამცველები ბომბს ეძებენ, რომლის არსებობის შესახებ მათ ანონიმური ზარის მეშვეობით შეატყობინეს.
შენობიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და პედაგოგები.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.