Accentnews.ge
Hurriyet: "კროკუსზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილებიდან ორი ტერაქტამდე თურქეთს სტმრობდა

Hurriyet: "კროკუსზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილებიდან ორი ტერაქტამდე თურქეთს სტმრობდა

26/03/2024 09:27:14 მსოფლიო

მოსკოვის რეგიონში, "კროკუს სითი ჰოლზე" განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირიდან ორი ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთს სტუმრობდა, – წერს თურქული გაზეთი Hurriyet.

გამოცემის ცნობით, სავარაუდო ტერორისტები მოსკოვი-თურქეთი-მოსკოვის მარშრუტზე მოძრაობდნენ და ამის შესახებ ანკარამ რუსეთის ხელისუფლებას უკვე აცნობა.

ასევე იუწყებიან, რომ ეჭვმიტანილებს თურქეთში რეგისტრაცია არ აქვთ; თურქეთის ხელისუფლებას ამ ადამიანებთან დაკავშირებით რუსეთისგან გაფრთხილება არ მიუღია.

ანკარა მოსკოვისგან ელის, რომ გააძლიერებს ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცვლას და განსაზღვრავს საერთო ჩარჩოს ISIS-ის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისთვის, – წერს გაზეთი.

ეჭვმიტანილთა ვინაობას გაზეთი არ უთითებს. ცნობილია, რომ რუსულმა სასამართლომ დააპატიმრა ოთხი პირი, რომლებსაც ტერაქტის განხორციელებაში სდებენ ბრალს: საიდაკრამი მუროდალი რაჩაბალიზოდი, შამსიდინ ფარიდუნი, დალერჯონ მირზოევი და მუჰამედსობირ ფაიზოვი. რუსეთის უშიშროების ძალებმა დაკავების დროს ყველა მათგანი აწამეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის 30 პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S