Accentnews.ge
რუსეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პუტინის ბრალდება და კიევის პასუხი

რუსეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პუტინის ბრალდება და კიევის პასუხი

23/03/2024 16:21:53 მსოფლიო

„კორკუს სითი ჰოლში“ თავდასხმიდან დაახლოებით, 19 საათის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამოქალაქეებს მიმართა და მომხდარს „ბარბაროსული ტერორისტული აქტი“ უწოდა.

რა თქვა პუტინმა

მისი თქმით, ყველა დამნაშავე, ორგანიზატორი და დამკვეთი დაისჯება.

  • "ტერაქტის ოთხივე უშუალო შემსრულებელი, ყველა, ვინც ესროდა და კლავდა ადამიანებს, ნაპოვნი და დაკავებულია. ისინი მიმალვას ცდილობდნენ და უკრაინის მიმართულებით გადააადგილებოდნენ, სადაც წინასწარი ინფორმაციით, მათთვის უკრაინული მხარის მიერ იყო მომზადებული ე.წ. ფანჯარა, რათა ტერორისტებს სახელმწიფო საზღვარი გადაეკვეთათ. სულ 11 ადამიანია დაკავებული", – განაცხადა მან, თუმცა სხვა დეტალები არ დაუსახელებია.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერაქტის ხელშემწყობთა გამოსავლენად სპეცსამსახურები მუშაობენ.

მანამდე, რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის RT მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ორი დაკავებულის დაკითხვის ვიდეო-ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც სიმონიანი ამბობს, ერთ–ერთი ჩანაწერში ტაჯიკურად საუბრობს, ხოლო მეორე აცხადებს, რომ რუსეთში თურქეთიდან ჩამოვიდა. სიმონიანის თქმით, ორივე დაკავებული აღნიშნავს, რომ ხალხი ფულის სანაცვლოდ დახოცეს.

რა თქვა კიევმა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცება, რომლის თანახმად, "მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის შემსრულებლები რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ და უკრაინის მხარის მიერ საზღვარზე მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული".

სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ "პუტინის ვერსია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“:

  • "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელს საზღვრისპირა ტერიტორიები სავსეა ჯარებით, სპეცაგენტებით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით. საზღვრის ხაზი დანაღმულია, თვალთვალი ორივე მხრიდან მიმდინარეობს ყველა საშუალებით, მათ შორის – საჰაერო დაზვერვით“.

კიევმა მომხდართან ყოველგვარი კავშირი გუშინაც უარყო.

7 მარტს რუსეთში აშშ-ის საელჩომ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება მოსკოვში ტერაქტების საფრთხის შესახებ. მაშინ აღნიშნეს, რომ თავდასხმები შესაძლებელია მოხდეს „უახლოესი ორი დღის განმავლობაში“ და ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. მოგვიანებით მსგავსი გაფრთხილებით მიმართეს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყნების დიპლომატურმა მისიებმა.

19 მარტს პუტინმა რუსეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ დასავლეთის ქვეყნების განცხადებებს უწოდა „პროვოკაციული“ და „საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციისკენ“ მიმართული.

ცნობისთვის: 22 მარტის საღამოს "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სროლით შეიჭრა და კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 133 ადამიანი ემსხვერპლა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S