Accentnews.ge
კიევი უარყოფს მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან ყოველგვარ კავშირს

კიევი უარყოფს მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან ყოველგვარ კავშირს

22/03/2024 19:58:13 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ მოსკოვის რეგიონში მომხდარი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა:

"ეს არის პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია, რის შესახებაც გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება. კრემლის ტირანმა თავისი კარიერა ამით დაიწყო და სურს დაასრულოს იგივე დანაშაულებით საკუთარი მოქალაქეების მიმართ". - აცხადებს ანდრეი იუსოვი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს თავდასხმასთან კავშირი არ აქვს:

„უკრაინას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ამ მოვლენებთან“.

თავდასხმას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 40, დაჭრილია 100–ზე მეტი ადამიანი. თვითმხილველების მიერ გადაღებულ მოკლე ვიდეოებში ჩანს მინიმუმ სამი თავდამსხმელი, რომლებიც ცეცხლს უხსნიან საკონცერტო დარბაზში მისულ ადამიანებს, თუმცა რიგი მედიასაშუალებები 20 თავდამსხმელზე წერენ.

ამჟამად შენობის შიგნით მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერია ცნობილი, მათ შორის, თავდამსხმელების. ვრცელდება გადაუმოწმებელი ცნობები, რომ ისინი ბლოკირებულნი არიან ერთ–ერთ დარბაზში. მაგრამ ჰყავთ თუ არა მძევლები, უცნობია. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თავდამსხმელები მიიმალნენ და ეძებენ თეთრ "სედანს".

თვითმხილველები ყვებიან, რომ გაიგეს მინიმუმ ორი აფეთქების ხმა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ცეცხლი 3 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაცია ჩართეს. იტყობინებიან, რომ შენობის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა და ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S