Accentnews.ge
კრემლი: ბორტნიკოვმა პუტინს 11 დაკავებულის შესახებ აცნობა, მათ შორის ოთხი პირი უშუალოდ მონაწილეობდა "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაში

კრემლი: ბორტნიკოვმა პუტინს 11 დაკავებულის შესახებ აცნობა, მათ შორის ოთხი პირი უშუალოდ მონაწილეობდა "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაში

23/03/2024 08:44:19 მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმასთან დაკავშირებით 11 პირი დააკავეს.

"რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა აცნობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის ოთხი პირია, რომლებიც გუშინ მომხდარ ტერაქტში უშუალოდ მონაწილეობდნენ. მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები თანამზრახველთა ბაზის იდენტიფიცირებისთვის“, - აცხადებენ კრემლის პრეს–სამსახურში.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ვერსიით, "თავდამსხმელები გეგმავდნენ რუსეთის საზღვრის გადაკვეთას უკრაინის მიმართულებით, სადაც მათ შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ“.

22 მარტის საღამოს "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სროლით შეიჭრა და კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. ბოლო მონაცემებით, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ამავე თემაზე: ვინ გმობს მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" მომხდარ თავდასხმას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S