Accentnews.ge
თეთრი სახლი: არანაირი მანიშნებელი არ არსებობს, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან უკრაინას აქვს რაიმე კავშირი

თეთრი სახლი: არანაირი მანიშნებელი არ არსებობს, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან უკრაინას აქვს რაიმე კავშირი

22/03/2024 20:32:15 მსოფლიო

არ არსებობს არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ" – განაცხადა კირბიმ.

მისივე თქმით, მოსკოვში თავდასხმის კადრები იყო შემზარავი.

ამასთან, მან თქვა, რომ აშშ–მ არაფერი იცოდა Crocus City Hall-ის კომპლექსში ტერაქტის მზადების შესახებ და რომ ამას არაფერი აქვს იმ გაფრთხილებებთან, რომელთაც აშშ–ის და ევროპული ქვეყნების საელჩოები გასცემდნენ საკუთარი მოქალაქეებისთვის.

კირბის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა და თქვა, რომ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, ვინმესთვის ინდულგენციები გასცეს.

"რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს სარწმუნო მონაცემები, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა. თუ ასეთი მონაცემები არ აქვს, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები -" წერს ზახაროვა.

რუსეთის ხელისუფლების რიგმა წარმომადგენლებმა უკვე დაადანაშაულეს უკრაინა მომხდარში. კიევი კატეგორიულად ემიჯნება.

წინასწარი მონაცემებით,მოსკოვში, Crocus City Hall-ის კომპლექსში მომხდარი თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, იტყობინება რუსეთის ФСБ.

22 მარტის საღამოს Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა იყო. რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ხალხის ნაკადს გაუხსნა ცეცხლი.

თვითმხილველებისა და მედიის ცნობით, თავდამსხმელი სულ მცირე, ხუთი იყო. იწუყებიან 20–ის შესახებაც.

თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სროლის დროს ცენტრში 6200-მდე ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო - "პიკნიკის" კონცერტზე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, თავად საკონცერტო დარბაზი კი 9500–მდე ადამიანს იტევს.

თვითმხილვევებმა აფეთქებების შესახებაც განაცხადეს, რასაც ხანძარი მოჰყვა.

მედია წერს, რომ სახურავი ჩამოიშალა და ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

მედიის ცნობით, სროლის დაწყებიდან ერთ საათზე მეტი ხნის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა შტურმი დაიწყეს, თუმცა დეტალები – რა ბედი ეწიათ თავდამსხმელებს, რჩება თუ არა ხალხი შენობაში, უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S