
ბელგოროდის ხელისუფლება ათასობით ადგილობრივს ევაკუაციისკენ მოუწოდებს
21/03/2024 13:05:58 მსოფლიო
ბელგოროდის რეგიონის გრეივორონსკის ურბანული რაიონის ხელმძღვანელმა გენადი ბონდარევმა საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„მივმართავ მათ, ვინც რჩება ურბანული რაიონის სასაზღვრო დასახლებებში. ვითარება კვლავ დაძაბულია . გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და დროებით დატოვოთ სასაზღვრო ტერიტორიები“, - წერს ის სოციალურ ქსელ VK-ში, საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, იაროსლავის რეგიონი მზადაა მიიღოს გრეივორონის მაცხოვრებლები.
მარტის დასაწყისიდან ბელგოროდის რეგიონი ექვემდებარება რეგულარულ თავდასხმებს. გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ 21 მარტს დაბომბვისას ხუთი ადამიანი დაშავდა. მისი ცნობით, დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი შენობა, "ბელგოროდ არენას" სტადიონი, ათი კერძო სახლი და 13 მანქანა.
„ქალაქში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი, 5 ათასამდე მცხოვრები დროებით ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე მუშაობს ოპერატიული ჯგუფი და უკვე დაიწყო შედეგების ლიკვიდაცია“, - განაცხადა მან ტელეგრამარხზე.
იხილეთ ასევე: მედია – რუსეთმა ფრონტიდან ძალების გადასროლა დაიწყო ბელგოროდის დასაცავად