Accentnews.ge
მედია: რუსეთმა ფრონტიდან ძალების გადასროლა დაიწყო ბელგოროდის დასაცავად

მედია: რუსეთმა ფრონტიდან ძალების გადასროლა დაიწყო ბელგოროდის დასაცავად

21/03/2024 09:33:39 მსოფლიო

სარდლობა გადაისვრის რუსული ჯარების ნაწილს ბელგოროდის დასაცავად ხშირი თავდასხმებისა და დაბომბვის გამო, განუცხადა Bloomberg-ს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ.

მარტის დასაწყისიდან რუსეთის ბელგოროდის რეგიონი რეგულარული თავდასხმების ქვეშაა. რუს მოხალისეთა ფორმირებებმა, რომლებიც იბრძვიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე - ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება", რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (RDK) და ციმბირის ბატალიონი - მოსახლეობას ბელგოროდიდან და კურსკიდან ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

როგორც იუწყებიან, ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში დაიწყო საგუშაგოების მოწყობა და გადაადგილების შეზღუდვა. კერძოდ, 20 მარტიდან შესვლა შეიზღუდება სოფლებით: კოზინკი, გლოტოვო, გორა-პოდოლი, ნოვოსტროევკა-პერვაია და ვტორაია, ბეზიმენო, გრეივორონი.

BILD-ის სამხედრო მიმომხილველი ჯულიან რეპკემ იტყობინება, რომ რუსეთის არმიამ ბელგოროდის რეგიონის სოფელ კოზინკაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, სადაც პროუკრაინელმა დივერსანტები შეიჭრნენ. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, "სოფელი პრაქტიკულად განადგურებულია", რადგან რუსულმა ბომბდამშენებმა FAB-500–ის ბომბები ჩამოყენეს.

ომის მომხრე რუსმა ბლოგერმა ალექს პარკერმა თქვა, რომ „სოფელი კოზინკა პრაქტიკულად აღარ არსებობს“. "არც ერთი დაუზიანებელი სახლი აღარ არის სოფელში", - წერს ის და განაგრძობს, "სახლები ნადგურდება. დიდი ალბათობით, მსგავსი ბედი ელის სხვა სასაზღვრო დასახლებებს“.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელი კოზინკა "სრულად გაიწმინდა" დივერსანტებისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S