Accentnews.ge
იტალიაში TikTok 10 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში TikTok 10 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

14/03/2024 11:22:33 მსოფლიო

იტალიურმა მარეგულირებელმა AGCM-მა TikTok 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა არასაკმარისი ზომების გამო, დაეცვა არასრულწლოვნები მავნე ზემოქმედების კონტენტისგან. წერს Reuters.

მარეგულირებლის გადაწყვეტილება 14 მარტს გამოცხადდა.

„TikTok-ს არ მიუღია ადეკვატური ზომები ასეთი შინაარსის გავრცელების პრევენციისთვის და სრულად არ ასრულებს შეთანხმებულ გაიდლაინებს მომხმარებლების დასარწმუნებლად, რომ პლატფორმა უსაფრთხოა“, - ნათქვამია AGCM-ის განცხადებაში.

კერძოდ, მარეგულირებელმა ყურადღება გაამახვილა TikTok-ის ე.წ. „გამოწვევებზე“, რომლებიც ხშირად ვირუსული ხდება ახალგაზრდებში და მათი „ამოცანები“ საეჭვო უსაფრთხოების კუთხით.

იმავდროულად,აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც TikTok–ის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S