Accentnews.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც TikTok–ის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც TikTok–ის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს

13/03/2024 15:48:19 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სოციალურ ქსელ TikTok–ის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს,– ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (197 რესპუბლიკელი, 155 დემოკრატი), ხოლო წინააღმდეგ მხოლოდ 65 დეპუტატი წავიდა (15 რესპუბლიკელი, 50 დემოკრატი).

კანონპროექტის მიხედვით, TikTok-ს 5 თვეს ეძლევა იმისთვის, რომ მშობლიურ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაციების მაღაზიებს აშშ-ის მასშტაბით აეკრძალებათ თავიანთ პლატფორმებზე TikTok-ის აპლიკაციის განთავსება.

ამჟამად კანონპროექტს კონგრესის ზედა პალატაში უნდა უყარონ კენჭი.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მიღების შემთხვევაში მას ხელს მოაწეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S