Accentnews.ge
რუსეთი ლენინგრადის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, რიაზანისა და ვორონეჟის ოლებზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთი ლენინგრადის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, რიაზანისა და ვორონეჟის ოლებზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება

13/03/2024 08:35:13 მსოფლიო

რუსეთი ლენინგრადის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, რიაზანისა და ვორონეჟის ოლებზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს ადგილობრივი დროით დაახლოებით, 09:30 საათისთვის ბელგოროდის ოლქში 1 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ვორონეჟის ოლქში 6 დრონი "გაანადგურეს".

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ღამის განმავლობაში და გამთენიისას საჰაერო თავდაცვის საშუალებებით სხვადასხვა რეგიონში „გაანადგურეს“ 58 „უკრაინული“ დრონი: ბელგოროდში - 11, ბრიანსკში - 8, ვორონეჟში - 29, კურსკში - 8, ლენინგრადის ოლქში - 1 და რიაზანში - 1.

თავდაცვის სამინისტროს ამ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის კიდევ ერთი, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ "ქალაქ ნოვოშახტინსკთან ჩამოაგდეს 3 უპილოტო საფრენი აპარატი". რუსეთის ამ ქალაქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

დღეს დილით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო რიაზანის ოლქშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S