Accentnews.ge
რუსეთში, რიაზანის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს

რუსეთში, რიაზანის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს

13/03/2024 06:06:47 მსოფლიო

დღეს დილით რუსეთის რიაზანის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებები იყო.

ტელეგრამ-არხი "Baza" თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქარხანას სამმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია.

დრონებით შეტევა და ხანძარი დაადასტურა რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

12 მარტს, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის. იმავე დღეს, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად ორიოლის ოლქში ნავთობის რეზერვუარი დაიწვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S