Accentnews.ge
რუსეთმა ქვეყანაში შესვლა, მათ შორის გაბრიელიუს ლანდსბერგისს და კაია კალასს აუკრძალა

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა, მათ შორის გაბრიელიუს ლანდსბერგისს და კაია კალასს აუკრძალა

12/03/2024 14:50:53 მსოფლიო

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის 347 მოქალაქეს. შესაბამისი განცხადება თანდართული სიით რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთში ვიზიტის აკრძალვის მიზეზი ქვეყნის მიმართ „მტრული დამოკიდებულებაა“ .

სიაში მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრები, პარლამენტის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.

სიის სათავეში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა არის. მას მოჰყვება კიდევ ორი ​​ათეული ადამიანი, რომლებიც "რუსეთის მიმართ ყველაზე მტრულად არიან განწყობილი" და მათ შორის არიან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი "აქტიურად ლობირებენ სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში და დევნიან რუსულენოვან მოსახლეობას".

ამასთან, რუსეთმა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლაური ლიაენემეცი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S