Accentnews.ge
რუსეთმა ამჯერად ესტონეთის შს მინისტრზე გამოაცხადა ძებნა

რუსეთმა ამჯერად ესტონეთის შს მინისტრზე გამოაცხადა ძებნა

12/03/2024 13:51:51 მსოფლიო

რუსეთმა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლაური ლიაენემეცი ძებნილთა სიაში შეიყვანა.ამის შესახებ რუსული სააგენტო Interfax რუსეთის შსს-ს ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება.

ირკვევა, რომ ესტონელ მინისტრზე ძებნა სისხლის სამართლის მუხლითაა გამოცხადებული, თუმცა დეტალები არ არის მითითებული. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა მონაცემებს არ ავრცელებს.

ამავდროულად, ესტონური მაუწყებელი ERR რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე 50-ზე მეტი პოლიტიკოსისა და მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. ყველა მათგანზე რუსეთს თავის ტერიტორიაზე ძებნა აქვს გამოცხადებული.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის პრემიერ–მინისტრი კაია კალასი რუსეთის შსს-მ ძებნილთა სიაში შეიყვანა. დეტალები არც არმ შემთხვევაში გამჟღავნებულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კალასი და პეტერკოპი ძებნილნი არიან „საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურებისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S