Accentnews.ge
უკრაინის საზღვაო ძალები: "სერგეი კოტოვზე" თავდასხმის შემდეგ შავ ზღვაში რუსული ხომალდები არ არიან

უკრაინის საზღვაო ძალები: "სერგეი კოტოვზე" თავდასხმის შემდეგ შავ ზღვაში რუსული ხომალდები არ არიან

06/03/2024 07:17:29 მსოფლიო

უკრაინის საზღვაო ძალების მონაცემებით, 6 მარტის დილის მდგომარეობით, შავ ზღვაში რუსული გემები არ იმყოფებიან.

მოხსენების თანახმად, ერთი რუსული გემი მორიგეობს აზოვის ზღვაში, ხოლო სამი ხომალდი ხმელთაშუა ზღვაში, მათ შორის ერთი "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების მზიდი.

ერთი დღით ადრე უკრაინულმა დაზვერვამ გამოაცხადა ქერჩის მახლობლად რუსული გემის "სერგეი კოტოვის" განადგურების შესახებ. რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. საერთო ჯამში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, თითქმის ორი ათეული რუსული ხომალდი განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის თავდასხმების შედეგად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S