
ჩეხეთის პრეზიდენტი: უნდა განვიხილოთ, მათ შორის, უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნა
05/03/2024 19:08:58 მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრაღაში ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "უკრაინის დახმარების ახალი შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ, მათ შორის უნდა განვიხილოთ უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნა".
“თუ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვიმოქმედებთ, უკრაინისთვის მიწოდებული მხარდაჭერის შესაძლებლობებისგან არ უნდა ჩავიკეტოთ. უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, მათ შორის უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. დისკუსია დაწყებულია. ბოლოს ეს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იყვნენ. ასევე, იყო საკონსულტაციო შეხვედრა პარიზში. უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა პაველმა.
მან მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა:
"საკუთარი თავი არ უნდა შევზღუდოთ იქ, სადაც აუცილებელი არ არის. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს და დრო მოვიდა, განვიხილოთ ისინი და მართლაც, უკრაინაში საბრძოლო არმიების ყოფნის გარკვეული შიში არსებობს, მაგრამ აქ დახმარების სხვადასხვა ფორმებზეა საუბარი. უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც საფრთხის ქვეშაა, უკრაინაში წვრთნების მისია რომ გვქონოდა, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ არის. ჩვენზე დამოკიდებული დახმარების ფორმა, რომელიც უკრაინას მიეწოდება", - განაცხადა პაველმა.
იხილეთ ასევე: მაკრონი – პარტნიორებს: არ უნდა ვიყოთ მშიშრები