
მაკრონი – პარტნიორებს: არ უნდა ვიყოთ მშიშრები
05/03/2024 16:31:25 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 5 მარტს ჩეხეთში ჩავიდა, საიდანაც პარტნიორებს უკრაინისადმი მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
”ჩვენ ნამდვილად ვუახლოვდებით ევროპისთვის იმ წერტილს, სადაც აუცილებელია, რომ არ ვიყოთ მშიშარები”, - აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ "ომი დაბრუნდა ჩვენს მიწაზე."
პრაღაში ყოფნის დროს მაკრონი ჩეხეთის ინიციატივას განიხილავს საბრძოლო მასალების ევროპის გარეთ შეძენასა და უკრაინისთვის მიწოდებაზე. როგორც ცნობილია, ჩეხეთმა მოიძია 800 ათასი ჭურვი, რომლის უკრაინისთვის მიწოდებაც რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი, თუკი ამისთვის საკმარისი თანხები გამოინახება.
მედია წერს, რომ ჯამში 1,5 მილიარდ დოლარზე საუბარი. რიგმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს რესურსების გამოყოფის მზაობა, მათ შორის ემანუელ მაკრონმაც განაცხადა, რომ ინიციატივას უერთდება.
27 თებერვალს ემანუელ მაკრონმა პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა:
"დღეს სახმელეთო ჯარების გაგზავნის საკითხზე კონსენსუსი არ გვაქვს, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რომ რუსეთმა ამ ომში ვერ გაიმარჯვოს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპაში".
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე გამოაცხადა ახალი კოალიციის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს მიაწვდის.
"ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ სისასტიკეს რუსეთის მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო თვეებში"- განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ დასავლეთმა უნდა შეცვალოს მიდგომა და მხედველობაში მიიღოს ის სტრატეგიული და სამხედრო საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის