Accentnews.ge
Le Monde: საფრანგეთმა უკრაინაში შესაძლოა სპეცრაზმი გაგზავნოს

Le Monde: საფრანგეთმა უკრაინაში შესაძლოა სპეცრაზმი გაგზავნოს

01/03/2024 18:24:41 მსოფლიო

საფრანგეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას, უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ნება დართოს სპეცრაზმს და სამხედრო ნაწილებს, იუწყება ფრანგული Le Monde.

გაზეთის წყაროების თანახმად, პარიზი განიხილავს მსგავს შესაძლებლობას, რათა რუსეთს „სტრატეგიული დილემა“ შეუქმნას. გამოცემის წყაროები თვლიან, რომ ფრანგული შენაერთების ყოფნა ხელს შეუწყობს უკრაინის ზოგიერთი ტერიტორიის დაცვას რუსეთის თავდასხმებისგან.

ამ დროისთვის საფრანგეთის ხელისუფლება უკრაინაში ფრანგი სამხედროების ყოფნას უარყოფს. ამავდროულად, შეჭრის დაწყებიდან ქვეყანაში იმყოფებოდნენ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული სახელმწიფო მოხელეები, ხშირად სამხედრო სტატუსით, მათ შორის ფარული აგენტები, – აღნიშნავს გაზეთი.

„ამ სამსახურების საქმიანობა, თავისი ბუნებით, საიდუმლოა, შესაბამისად, ომის კანონის ფარგლებს სცდება“, - თქვა ვინსენტ კრუზეტმა, საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა.

ემანუელ მაკრონმა პირველმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთი ჯარების გაგზავნა უკრაინაში. „დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალურად განლაგების შესახებ. მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული“, - განაცხადა მაკრონმა პარიზში გამართული სამიტის შემდეგ. მოგვიანებით მან თქვა, რომ ყოველი სიტყვა სიღრმისეულად იყო გააზრებული და არა სპონტანური.

იხილეთ ასევე: NATO–ს მეხუთე ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის თაობაზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S