Accentnews.ge
NATO–ს მეხუთე ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის თაობაზე

NATO–ს მეხუთე ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის თაობაზე

01/03/2024 13:54:20 მსოფლიო

კანადა მზადაა, გაგზავნოს შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად იმ პირობით, რომ ისინი ფრონტის ხაზისგან მოშორებით განთავსებიან, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა.

„ეს უნდა გაკეთდეს საკმაოდ ფრთხილად და მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის. არ მსურს, კანადის შეიარაღებული ძალების პერსონალი სადმე ოპერაციების თეატრის მახლობლად განვათავსო, რათა არ შეიქმნას ჩვენი სამხედროების ჩართულობის შთაბეჭდილება“, - ციტირებს Toronto Star მინისტრს.

მისივე თქმით, კანადელ ჯარისკაცებს უკვე აქვთ უკრაინელი სამხედროების მომზადების გამოცდილება ოპერაცია «Unifier»–ის ფარგლებში. წვრთნები 2015 წელს დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთის შეჭრის შემდეგ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადაინაცვლა. კანადის მონაწილეობა ოპერაციაში დასრულდა 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში.

„უკრაინელებს ყველგან ვწვრთნით, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჯარისკაცების მომზადება გამოწვევაა, რადგან რთულია ხალხის საწვრთნელად უკრაინიდან გაყვანა“, - თქვა ბლერმა.

მანამდე ოთხმა ქვეყანამ განაცხადა მსგავსი მზაობის შესახებ. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა თქვა, რომ ქვეყანა განიხილავს "ყველა შესაძლებლობას" გამონაკლისის გარეშე.

ლიეტუვას ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ სამხედრო ნაწილის გაგზავნა უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად და დასძინეს, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება პრიორიტეტად დარჩება.

ნიდერლანდების თავდაცვის შტაბის უფროსმა, გენერალმა ონნო ეიხელშეიმმა განაცხადა, რომ შესაძლებლად მიაჩნია უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ ამის დრო არ არის.

ბრიტანეთი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების ფართომასშტაბიან განლაგებას, განაცხადა პრემიერ –მინისტრის რიში სუნაკის პრესმდივანმა, მაგრამ ბრიტანეთის ჯარების მცირე რაოდენობა უკვე იქ იმყოფება.

ემანუელ მაკრონმა პირველმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთი ჯარების გაგზავნა უკრაინაში. „დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალურად განლაგების შესახებ. მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული“, - განაცხადა მაკრონმა პარიზში გამართული სამიტის შემდეგ. მოგვიანებით მან თქვა, რომ ყოველი სიტყვა სიღრმისეულად იყო გააზრებული და არა სპონტანური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S